გაერო – უკრაინაში ომზე: საერთაშორისო სამართალს ორივე მხარე არღვევს

გაერო-ს მონაცემით, მიმდინარე ომში ადამიანის უფლებებს და საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს როგორც რუსეთი, ისე უკრაინა არღვევს.

როგორც ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა თქვა, რუსეთის და უკრაინის შეიარაღებული ძალები განათავსებენ სამხედრო ობიექტებს სამოქალაქო შენობების მახლობლად და მშვიდობიან მოსახლეობას “ცოცხალ ფარად” იყენებენ.

მისი თქმით, სხვა დარღვევებს შორის არის სამხედრო ტყვეების წამება და არასათანადო მოპყრობა, ამასთან, ამ ქმედებებში მონაწილე პირებს პასუხისმგებლობას არ აკისრებენ. გაუპატიურება და სექსუალური ძალადობის სხვა შემთხვევები დაფიქსირდა როგორც რუსეთის, ასევე – უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

გაერო-ს მონაცემით, “არსებობს სერიოზული შეშფოთება, რომ რუსული სამხედროების მიერ განხორციელებული თავდასხმები საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალთან არის შეუსაბამო”.

“იგივე, ალბათ, ეხება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის აღმოსავლეთში, თუმცა, ნაკლები სიხშირით. ამ უაზრო ომის ყველა მსხვერპლის სახელით: მკვლელობები, წამება, თვითნებური დაკავება უნდა შეწყდეს“, – დაასკვნა ბაჩელეტმა.

გაერო კვლავაც შიშობს, რომ რუსეთის არმიამ ჩაიდინა უკანონო მკვლელობები, მათ შორის, სიკვდილით დასჯა.

როგორც ბაჩელეტმა აღნიშნა, „მზარდი მტკიცებულებები იძლევა გონივრულ საფუძველს – ვივარაუდოთ, რომ ამ კუთხით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სერიოზული დარღვევები ჩაიდინეს“.

ამავე დროს, ბაჩელეტმა გამოთქვა შეშფოთება, რომ 1000-ზე მეტი ეჭვმიტანილის დაკავება, რომელიც განხორციელდა უკრაინის სადაზვერვო სამსახურის და უკრაინის პოლიციის მიერ, „შესაძლოა, არ განხორციელებულიყო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“.

გარდა ამისა, მის ოფისში დაფიქსირდა ადამიანების იძულებითი გაუჩინარების 12 შემთხვევა, რომლებშიც შესაძლოა, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები იყვნენ ჩართულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები