ლევან იოსელიანი: როდესაც არასამთავრობოები პრემიერის გადადგომის მოთხოვნას აყენებენ, ვფიქრობ, რომ ეს მათ მანდატს სცდება, რადგან ეს უშუალოდ პოლიტიკის ნაწილია
მათ პოლიტიკისგან ცოტა მეტი დისტანცია უნდა დაიჭირონ, თუ პოლიტიკა აინტერესებთ, მაშინ პოლიტიკაში გადმოვიდნენ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა არასამთავრობო სექტორზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, არასამთავრობოების მხრიდან პრემიერის გადადგომის მოთხოვნა მათ მანდატს სცდება.
“როდესაც სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბრობენ, რა თქმა უნდა, ამ ნაწილში მათი და პოლიტიკოსების ხედვა ემთხვევა, მაგრამ როდესაც პრემიერმინისტრის გადადგომის მოთხოვნას აყენებენ, ვფიქრობ, რომ ეს მათ მანდატს სცდება, რადგან ეს უშუალოდ პოლიტიკის ნაწილია“, – აცხადებს ლევან იოსელიანი.