გივი მიქანაძე: “სირცხვილია” “ნაცმოძრაობის” ახალგაზრდული ფრთაა და დამოუკიდებელი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ვერ იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გივი მიქანაძის განცხადებით, “სირცხვილია” “ნაცმოძრაობის” ახალგაზრდული ფრთაა და დამოუკიდებელი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ვერ იქნება.

მისივე თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ის ადამიანები, რომლებიც აქციებს ორგანიზებას უწევენ, პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან.

“სირცხვილია” არის პირდაპირ “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთა და ის ვერანაირად ვერ იქნება დამოუკიდებელი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, რამეთუ მათი მხრიდან გაჟღერებული კონკრეტული განცხადებები თუ კონკრეტული ქმედებები, იმ ადამიანების ვინც ამ აქციის ორგანიზებას უდგანან სათავეში, ვიცით, რომ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, პოლიტიკურად მოტივირებული და საზოგადოებამ ეს კარგად იცის”, – ამბობს მიქანაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები