შოლცი აცხადებს, რომ გერმანია ხანგრძლივი ინფლაციისთვის უნდა იყოს მზად

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ქვეყანა ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდისთვის უნდა მოემზადოს.

ამის შესახებ მან ბერლინში განაცხადა, – წერს Deutche Welle.

მისი თქმით, არსებული კრიზისის დაძლევა რამდენიმე თვეში ვერ მოხერხდება.

„ამჟამინდელი კრიზისი რამდენიმე თვეში არ დასრულდება“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.

შოლცის თქმით, არახელსაყრელი ეკონომიკური მდგომარეობის მიზეზებია – უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი, კოროვირუსული პანდემიის შედეგი და მიწოდების ჯაჭვების შეფერხება.

გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ფასების ზრდაზე რეაგირებისთვის ინსტრუმენტების მოძიება.

ივნისში ევროზონაში ინფლაცია რეკორდულ – 8,6%-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები