ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების ოქმს მოაწერეს ხელი.
ცერემონიას ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები ესწრებოდნენ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლენბერგმა ცერემონიის გახსნისას თქვა, რომ “ეს ისტორიული მომენტია”.
დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა – ენ ლინდემ და პეკა ჰავისტომ ალიანსისთვის ახალი მოკავშირეების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
ჰავისტომ თქვა, რომ ფინეთის სამხედრო თავდაცვის პოტენციალი, თავდაცვისთვის მშვიდობიანი მოსახლეობის მზადყოფნა და ფინელების გამძლეობა – ნატო-ს სიძლიერეს გაზრდის.
“ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ”, – აღნიშნა მინისტრმა.