მიხეილ სარჯველაძე: ის, რაც 20 ივნისს იყო საზოგადოებისთვის აქტუალური, ეს მუხტი და ეს განწყობა არ არსებობს

“ის, რაც 20 ივნისს იყო საზოგადოებისთვის აქტუალური, ეს მუხტი და ეს განწყობა არ არსებობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არავის უნდა საკუთარი მსოფლმხედველობითი გადაწყვეტილება, რომ საქართველო იყოს ევროპის ნაწილი, ვიღაცის კერძო პარტიკულარულ ინტერესებს შეუსაბამოს.

“ეს ჩანს აშკარად, რომ თითქოს ეს იყო სამოქალაქო მოძრაობა, ამ დებულებამ ყოველგვარი რესურსი ამოწურა და საზოგადოებამ დაინახა, რომ ამის უკან დგას “ნაციონალური მოძრაობა” და ადამიანები, რომლებიც განწყობილნი არიან დაუოკებელი წყურვილით, რომ ხელისუფლება მოიპოვონ არა არჩევნების გზით, არამედ გარკვეული დესტრუქციული სქემების გათამაშებით. ის, რაც 20 ივნისს იყო საზოგადოებისთვის აქტუალური, ეს მუხტი და ეს განწყობა არ არსებობს, რადგან საზოგადოება ხედავს, რომ ამის ობიექტური აუცილებლობა არ არსებობს. არავის უნდა თავისი გულწრფელი დამოკიდებულება, საკუთარი მსოფლმხედველობითი გადაწყვეტილება, რომ საქართველო იყოს ევროპის ნაწილი, ვიღაცის კერძო პარტიკულარულ ინტერესებს შეუსაბამოს, რომელიც არცთუ ისე კეთილსინდისიერად გამოიყურება”, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები