ამერიკელმა სენატორმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია დაგმო

  რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას გმობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ სენატორმა სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე ისაუბრა.
“აშკარაა, რომ პუტინის რეჟიმს მსოფლიო დიდების დღეების დაბრუნება სურს და ამ გეგმის ნაწილია ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მოსკოვის გავლენის ქვეშ დაბრუნება. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ შეერთებული შტატების ურთიერთობაზე რუსეთთან, ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ რუსეთის ხელისუფლებას, პრეზიდენტ პუტინს, მის გადაწყვეტილებებს და არა რუს ხალხს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ პუტინს, რომელიც ნაციონალური ტენდენციებით გამოირჩევა, სურს, რუსეთს, როგორც თავად სჯერა, მსოფლიო დიდების დღეები დაუბრუნოს. მისი წარმოდგენით, ამ სურვილის რეალიზების საუკეთესო გზა ანტაგონიზმი, აშშ-სადმი მტრული დამოკიდებულებაა. სხვათა შორის, ამ გეგმის ნაწილია თავისი მეზობლების, განსაკუთრებით კი, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების რუსეთის ინტერესების სფეროში დაბრუნება. ბოლო წლებში ჩვენ ამის ორი ნათელი მაგალითი გვაქვს: საქართველო და უკრაინა. რამდენიმე წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და დღესაც მისი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს. ასევე, ზამთრის ოლიმპიადის დაწყების წინ, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ნაწილი მიიტაცა, რომელიც, როგორც თავად აცხადებს, უსაფრთხოების ბუფერული ზონისთვის სჭირდება. ეს ქმედებები ყოვლად აღმაშფოთებელია და ეს ხდება საერთაშორისო არენაზე არსებულ არცთუ ისე დაძაბულ ფონზე”, – აღნიშნა სენატორმა გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები