არჩილ გორდულაძე: წარმოუდგენელია, რომ ნებისმიერი დიპლომატი რომელიმე კონკრეტული რადიკალური ოპოზიციის ან ოპოზიციური პარტიის სასარგებლოდ ქირაობდეს სახლს
„წარმოუდგენელია, რომ ნებისმიერი დიპლომატი რომელიმე კონკრეტული რადიკალური ოპოზიციის ან ოპოზიციური პარტიის სასარგებლოდ ქირაობდეს სახლს,“- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მამუკა ხაზარაძის დაჯარიმების ფაქტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ფიშერი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ ჩვეულებრივ წარმომადგენლად და მის „გამპრავებლად“ გადაიქცა.
„წარმოუდგენელია, რომ ნებისმიერი დიპლომატი რომელიმე კონკრეტული რადიკალური ოპოზიციის ან ოპოზიციური პარტიის სასარგებლოდ ქირაობდეს სახლს – ასეთი რამ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში იქნებოდა დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, მაგრამ ესეც არაა გასაკვირი, იქიდან გამომდინარე, რომ ფიშერი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ ჩვეულებრივ წარმომადგენლად და მის „გამპრავებლად“ გადაიქცა“, – განაცხადა გორდულაძემ.
შეგახსენებთ, გერმანიის ელჩისთვის სახლის მიქირავებით მიღებული შემოსავლის დამალვის გამო ანტიკორუფციულმა ბიურომ მამუკა ხაზარაძე დააჯარიმა. დარღვევა დეკლარაციების შესწავლისას გამოვლინდა.