გიორგი ამილახვარი: გავწერთ ყველა დეტალს, თუ რას შეიძლება, ნიშნავდეს დეოლიგარქიზაცია და ვშიშობ, რომ ამ საკითხში არა ბიძინა ივანიშვლი, არამედ ბევრი ოპოზიციური პარტიის წევრი, წარმომადგენელი, დამფინანსებელი თუ უკან მდგომი აღმოჩნდება

ჩვენ როდესაც ავიღებთ საერთაშორისო პრაქტიკას დეოლოგარქიზაციასთან დაკავშირებით. იგივე, მოლდოვასა და უკრაინაში მიიღეს შესაბამისი კანონი. ბუნებრივია, ჩვენი პარტნიორების მეშვეობით და მათთან ერთად შევიმუშავებთ ამ საკითხს, გავწერთ ყველა დეტალს, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს დეოლიგარქიზაცია, ვშიშობ, რომ ამ საკითხში არა ბიძინა ივანიშვლი, არამედ ბევრი ოპოზიციური პარტიის წევრი, წარმომადგენელი, დამფინანსებელი თუ უკან მდგომი აღმოჩნდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„მე ასე მესმის დეოლიგარქიზაცია და თუ ამას გადავიტანთ იმ კონტექტში, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა დატოვოს ქვეყანა და მიხეილ სააკაშვილი კანონის ავლით გამოვიდეს ციხიდან და რევანშისტულად დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მაშინ ამაზე კომენტარი ზედმეტია და ქართველი ხალხი თავად გასცემს პასუხს“, – განაცხადა ამილახვარმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები