გიორგი ამილახვარი: ახლა არ არის დრო, უსაგნო, არაფრისმომცემ შეურაცხყოფასა თუ დებატებში გადავიტანოთ პოლიტიკა – ახლა არის მუშაობის დრო, რომლის გეგმა „ქართულმა ოცნებამ“ დადო

პირველად ისტორიაში, მოხდა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება და გვაქვს 12 პუნქტი შესასრულებელი იმისთვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„რას გულისხმობს ეს გეგმა. თითოეულ მათგანზე განსაზღვრულია კონკრეტული პასუხისმგებელი პირი თუ უწყება, თუ რა ფორმატში შეიქმნება სამუშაო გუნდი. განსაზღვრულია კონკრეტული ვადები, თუ როდის დაინიცირდება კანონპროქტი. განსაზღვრულია კონკრეტული ადამიანები, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. ვიწვევთ ყველა აქტორს, ვისაც კი აინტერესებს საქართველოს ევროპული მომავალი. ახლა არ არის დრო, უსაგნო, არაფრისმომცემ შეურაცხყოფასა თუ დებატებში გადავიტანოთ პოლიტიკა – ახლა არის მუშაობის დრო, რომლის გეგმა „ქართულმა ოცნებამ“ დადო“, – განაცხადა ამილახვარმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები