გიორგი ამილახვარი: დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში არის ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიცია, რომელიც ვიწროპარტიულ ინტერესებს გვერდზე გადადებს და ისეთ დიად იდეას, რომელსაც ჰქვია ევროკავშირისკენ მისწრაფება – შემოუერთდება
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიცია, რომელიც ვიწროპარტიულ ინტერესებს გვერდზე გადადებს და ისეთ დიად იდეას, რომელსაც ჰქვია ევროკავშირისკენ მისწრაფება – შემოუერთდება და ისტორიულ პროცესში მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ქართული ოცნების“ წარდგენილ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ამ პროცესში მარტო არ იქნება, მაგრამ შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი, მათი პირვანდელი განცხადებებიდან გამომდინარე, შესაძლოა საქართველოს პარლამენტში მუშაობის ნაცვლად, პარლამენტის წინ კარვებში ჯდომა აირჩიონ. ეს არის მათი პოლიტიკური აწმყოც და წარსულიც“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.