შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვთავაზობთ ევროპულ გზას, ისინი გვთავაზობენ ქვეყნის უკან დახევას – ქვეყანაში იყოს არეულობა და ეს არეულობა აწყობს რუსეთს და არ აწყობს ევროპას

ჩვენ ვთავაზობთ ევროპულ გზას, ისინი გვთავაზობენ ქვეყნის უკან დახევას – ქვეყანაში იყოს არეულობა და ეს არეულობა, საბოლოო ჯამში, აწყობს რუსეთს და არ აწყობს ევროპას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„გვესმის, თითქოს, ეს არის იძულება თანხმობის მთავრობისკენ. ტერმინიც შეცვალეს, რათა გარკვეულწილად შეცდომაში შეეყვანათ საზოგადოება. ტექნიკური მთავრობის ნაცვლად, ახლა საუბრობენ თანხმობის მთავრობაზე. რა თანხმობაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც საუბარია იძულებაზე, რომელიც აიძულებს, ერთი მხარე მეორე მხარეს რაღაცის გაკეთებას იქ, სადაც არის იძულება. დეფინიციის მიხედვით, იქ უკვე ვერ იქნება თანხმობა. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ცნობილია, ვინც არიან ამ აქციის ორგანიზატორები. გუშინ ვნახეთ ჩვენ გამოხმაურებები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მოწოდებებიც. გასაგებია, რაც მათ აქვთ, ეს არის დესტრუქცია. ჩვენ ვთავაზობთ ევროპულ გზას, ისინი გვთავაზობენ ქვეყნის უკან დახევას, ქვეყანაში იყოს არეულობა და ეს არეულობა, საბოლოო ჯამში, აწყობს რუსეთს და არ აწყობს ევროპას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები