სალომე სამადაშვილი: დეკემბერში ევროკომისია დაწერს ზუსტად იგივე დასკვნას, რაც ახლა გამოაქვეყნა

მე ამ გეგმის მონაწილეობაში თუ ჩავებმები, ე.ი. დეკემბერში, როდესაც ევროკომისია დაწერს ზუსტად იგივე დასკვნას, რაც ახლა გამოაქვეყნა და იტყვის, რომ არანაირი პროგრესი ჩვენ არ გვაქვს, უკვე მეც ვარ თანამონაწილე ამ წარუმატებლობის, – ამის შესახებ პარტია „ლელო“-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების დაცინვაა გეგმა, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი  კობახიძემ წარადგინა.

„დაცინვაა საზოგადოების ის ე.წ გეგმა, რაც მან დღეს წარადგინა. მე ამ გეგმის მონაწილეობაში თუ ჩავებმები, ე.ი. დეკემბერში, როდესაც ევროკომისია დაწერს ზუსტად იგივე დასკვნას, რაც ახლა გამოაქვეყნა და იტყვის, რომ არანაირი პროგრესი ჩვენ არ გვაქვს, უკვე მეც ვარ თანამონაწილე ამ წარუმატებლობის, იმიტომ, რომ მეც ავიღე პასუხისმგებლობა, როდესაც ჩავერთე ამ პროცესში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები