ევროპა მხარს დაუჭერს უკრაინას, სანამ მტერი არ დამარცხდება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უმაღლესი რადასთვის ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა რუსეთთან ომში თავს მამაცურად იცავს.
„რამდენიმე დღის წინ, კონსტიტუციის დღეს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ თქვენი გამარჯვება შორს არ არის. რა თქმა უნდა, პუტინის არმია აგრძელებს თქვენი ძმებისა და დების მოკვლას, ისინი აგრძელებენ თქვენი მიწის ოკუპაციას, თქვენი მარცვლეულის მოპარვასა და თქვენი ქალაქების განადგურებას. თქვენ ძალიან მამაცურად იცავთ თავს. ევროპა მხარს დაუჭერს უკრაინას და ჩვენ არ მოვისვენებთ მანამ, სანამ მტერს არ დაამარცხებთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.