კობახიძე: თუ ომის კამპანია ეკუთვნის ФСБ-ს, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ადამიანები, რომლებიც ამ კამპანიაში იყვნენ ჩართული, ასევე, არიან დაკავშირებული ФСБ-ს საქმიანობასთან

,,ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რა წერია ФСБ სახელმძღვანელოში, ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება ომთან დაკავშირებულ რისკებს, როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ, აქ ვგულისხმობთ ძალიან კონკრეტულ რამეს, რაზეც, ბუნებრივია, საჯაროდ ვერაფერს ვიტყვით’’, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ომის რისკებთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან ომის კამპანიასთან, ასევე, კავშირში არიან ФСБ -სთან.

,,როდესაც საუბარია ომის რისკებზე, რაც დღემდე ბოლომდე განეიტრალებულ არ არის ვგულისხმობთ ძალიან კონკრეტულ რამეს. რაც შეეხებათვითონ ФСБ და ამ კამპანიას, თუ ომის კამპანია ეკუთვნის ФСБ-ს, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ, მაგალითად, გიგაური, ლომჯარია, მარგველაშვილი, უსუფაშვილი და ა.შ ის ადამიანები, რომლებიც ამ კამპანიაში იყვნენ ჩართულნი, ასევე, არიან დაკავშირებული ФСБ-ს საქმიანობასთან. ეს შეუძლია, მოიკითხოს ყველამ. კიდევ ერთხელ, გავიმეორებ, ძალიან კონკრეტულ ინფორმაციას ეფუძნება ის საუბრები, რაც არის დაკავშირებული ომის რისკებთან და არაფერი აბსტრაქტული ამაში არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, დეტალებს გარეთ ვერ გამოვიტანთ,’’ – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები