ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ანტიკორუფციული ფუნქციების კონსოლიდაციის კონცეფციას და წინადადებებს მოამზადებს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს ანტიკორუფციული ფუნქციების კონსოლიდაციის კონცეფციას და წინადადებებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტს არაუგვიანეს 19 ოქტომბრისა წარედგინება, ხოლო პარლამენტის მიერ 1-ელ დეკემბრამდე მიიღება.

“სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან პარლამენტის წევრები ყველა საპარლამენტო პარტიიდან, აგრეთვე, მთავრობის ადმინისტრაციის, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არაუგვიანეს 19 ოქტომბრისა, ხოლო პარლამენტის მიერ მიიღება 1-ელ დეკემბრამდე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები