ირაკლი კობახიძე: ორივე მხარე უნდა იყოს თანაბრად დაინტერესებული დეპოლარიზაციით იმისთვის, რომ ეს პუნქტი სრულფასოვნად შესრულდეს

დეპოლარიზაცია არ არის მარტივი საკითხი, მით უმეტეს, რომ მხოლოდ ერთ მხარეზე არ არის დამოკიდებული ამ პუნქტის შესრულება. რა თქმა უნდა, ეს საჭიროებს ორივე მხარის ჯანსაღ მიდგომას ამ საკითხის მიმართ, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, ამ კუთხით სერიოზული სირთულეები არსებობს.

„იმედი გვაქვს, რომ ეს სირთულეები დაიძლევა, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი „პრეროგატივა“ – ორივე მხარე უნდა იყოს თანაბრად დაინტერესებული დეპოლარიზაციით იმისთვის, რომ ეს პუნქტი სრულფასოვნად შესრულდეს. ჩვენ, ჩვენი მხრივ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებაში იყოს ნაკლები პოლარიზაცია. საზოგადოებაში არც არის პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, პოლიტიკურ სპექტრში უნდა იყოს ნაკლები პოლარიზაცია. ამისთვის ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა”, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად პარლამენტის ბაზაზე პოლარიზაციის ​მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები