ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვერ დავეშვებით ჭუტას დონეზე

პროვოკატორმა მიიღო პასუხი, – ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე “ტვ პირველის” დამფუძნებელსა და ანრი ოხანაშვილს შორის მომხდარ ინციდენტს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე გუშინ “სამწუხარო ინციდენტი” მოხდა.

“ყველამ იცის, რა როგორ მოხდა და ძალიან სამწუხაროა, რომ უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული საელჩოს ტერიტორია გახდა პროვოკაციის მოწყობის არეალი. რაც შეეხება გაგრძელებას, ესეც მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ადამიანმა კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი და მისი პროვოკაცია არ იყო პასუხგაუცემელი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, იციან, დეტალურად რა მოხდა აშშ-ის საელჩოში, თუმცა, “ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ვერ გაიმეორებენ”: – “ჩვენ ვერ დავეშვებით ჭუტას დონეზე” ამბობს ირაკლი კობახიძე და კითხვაზე, თვითონ როგორი მოიქცეოდა, პასუხობს: “ანრის დონეზე ვარ ახლაც მე, მეც იმავეს გავაკეთებდი, რა თქმა უნდა.”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები