ირაკლი ზარქუა – თეა კატუკიაზე: ის სალომე ზურაბიშვილის მეგობარი იყო და საფრანგეთის ელჩის თანამდებობაზე მისი გადაწყვეტილებით დაინიშნა
როგორც ინფორმაცია მაქვს, კატუკია საგარეო საქმეთა სამინისტროს კარიერული წარმომადგენელი არ იყო, ის იყო სალომე ზურაბიშვილის მეგობარი და საფრანგეთის ელჩის თანამდებობაზე მისი გადაწყვეტილებით დაინიშნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვან პოზიციებზე არაკომპეტენტური კადრები არ უნდა დაინიშნონ და მმართველმა გუნდმა კომპეტენციების გამიჯვნის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს სწორედ ამიტომ მიმართა.
“სამწუხაროდ, ისე აღმოჩნდა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უნარ-ჩვევები, ხედვა და გამოცდილება არ ჰქონდა. საფრანგეთის საელჩოში, გუნდში, შიგნით სავარაუდოდ გარკვეული გაუცხოება ჰქონდა და ის გამოიწვიეს. ის, რომ მნიშვნელოვან პოზიციებზე არაკომპეტენტური კადრები არ უნდა დაინიშნონ, სწორედ ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მივმართეთ, რომ კომპეტენციები გაიმიჯნოს, ვის რისი უფლება აქვს. კატუკიას მიმართ პატივისცემის მიუხედავად გეტყვით, რომ ის არ შეესაბამებოდა მის თანამდებობას და ამიტომ იყო გაწვეული“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, თეა კატუკიამ დღეს თანამდებობა დატოვა.