გია ვოლსკი: არავითარი საფუძველი არ აქვს იმას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ რაიმე ზეწოლა მოახდინოს, მით უმეტეს – ელჩზე

არავითარი საფუძველი არ აქვს იმას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ რაიმე ზეწოლა მოახდინოს, მით უმეტეს – ელჩზე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც საფრანგეთში საქართველოს ელჩის თეა კატუკიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას ზეწოლის გამო ტოვებს.

„არავითარი საფუძველი არ აქვს იმას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ რაიმე ზეწოლა მოახდინოს, მით უმეტეს, ელჩზე. რასაკვირველია, აქ კომპეტენციის თემაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოფილი ელჩი ცუდი ადამიანია, მაგრამ ფაქტია, რომ არაკომპეტენტურია და მოიყვანა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გარედან, სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციით. როგორც ვიცი, თავად სალომეც საუბარში აღიარებდა, რომ მისი კომპეტენცია მნიშვნელოვნად სცილდება იმ დონეს, რაც ელჩს უნდა გააჩნდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები