რატი იონათამიშვილი: გვახსოვს, როდესაც ანრის ოჯახთან ინციდენტის მერე, „ტვ პირველმა“ მოძალადე დასვა ეთერში, ამით ძალადობის წახალისებას შეუწყო ხელი და ბინძური თამაშის წესები გაიხადა „სტანდარტად“

ძალიან კარგად გვახსოვს, როდესაც ანრისთან და მის ოჯახთან ინციდენტის მერე, „ტვ პირველმა“ იკადრა უკადრებელი და მოძალადე დასვა ეთერში, ამით, სინამდვილეში, ძალადობის წახალისებას შეუწყო ხელი და ბინძური თამაშის წესები გაიხადა „სტანდარტად“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, იმ მოძალადემ აღიარა დანაშაული და ბოდიშიც მოიხადა, „ტვ პირველს“ კი არც შეუმჩნევია ძალადობისა და სიცრუის ტირაჟირების ეს მანკიერი ფაქტი.

„ახლა, ამ ტელევიზიის მენეჯერი ისევ ანრისთან აწყობს აშკარად წინასწარ გამიზნულ და ამორალურ პროვოკაციას იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადოს იმ უზნეობის გამო. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მსგავსი უღირსი ქმედებებით რაიმეს მიღწევა შეიძლება, ძალიან მწარედ ცდება და ამ ფაქტს უნდა მოჰყვეს უმკაცრესი შეფასება. ეს საჭიროა, რადგან ვერავინ გაბედოს, ვერც მოძალადე ადამიანების პროპაგანდა და ვერც გინებისა და შეურაცხყოფის ნორმად ქცევა“, – წერს იონათამიშვილი.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები