აშშ-ის საელჩო ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც საელჩოში აცხადებენ, აღნიშნული დაპირისპირების შესახებ მათთვის ცნობილია და ინფორმაციას სწავლობენ.

„აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები