თამთა მეგრელიშვილი: აშშ-ის საელჩოს მიღებაზე, ზუსტად შერჩეულ ადგილსა და გარემოში, პრინციპში კელი დეგნანის გვერდით ვატო წერეთელმა ანრი ოხანაშვილს უმძიმესი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

აშშ-ს საელჩოს მიღებაზე, ზუსტად შერჩეულ ადგილსა და გარემოში, პრინციპში კელი დეგნანის გვერდით ვატო წერეთელმა ანრი ოხანაშვილს უმძიმესი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დიახ, საუბარია უბინძურეს პროვოკაციაზე, რომელსაც ვერც ერთი ქართველი კაცი ვერ აიტანს, – ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აბსოლუტურად ყველაფერი ასახულია კამერაზე და საზოგადოება იხილავს.

„აშშ-ს საელჩოს მიღებაზე, ზუსტად შერჩეულ ადგილსა და გარემოში პრინციპში კელი დეგნანის გვერდით ვატო წერეთელმა ანრი ოხანაშვილს უმძიმესი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

დიახ, საუბარია უბინძურეს პროვოკაციაზე, რომელსაც ვერც ერთი ქართველი კაცი ვერ აიტანს.

აბსოლუტურად ყველაფერი ასახულია კამერაზე და საზოგადოება იხილავს.

მანამდე კი აღშფოთებულ, განერვიულებულთ ვეტყვი –

თქვენ მიერ საგანგებოდ დადგმულ პროვოკაციებზე ბილეთები აღარ იყიდება!“, – წერს მეგრელიშვილი facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები