მიხეილ ყაველაშვილი: შეთქმულება არის საქართველოს წინააღმდეგ – არსებობს ინტერესი, რომ საქართველო ჩართული იყოს ომში

აკერმანი ჩამოსული იყო და შეთქმულების მთელ ამ სისტემაში ჩართული არიან ყველა ოპოზიციური პარტია, რამდენიმეს გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ეს ახალგაზრდული ფრთა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს ინტერესი, რომ საქართველო ჩართული იყოს ომში.

„აუცილებელია, ჩვენი პატარა ქვეყანა საშიშროებას ავარიდოთ და ჩვენი ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, პირველ რიგში, ვიფიქროთ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის თემა პირდაპირ შემოგდებულია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. რაღაც მიზანმიმართულად ხდება, თორემ ლოგიკით, კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც უნდა მიეღო.

აკერმანი ჩამოსული იყო და შეთქმულების მთელ ამ სისტემაში ჩართული არიან ყველა ოპოზიციური პარტია, რამდენიმეს გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ეს ახალგაზრდული ფრთა. რაღაცაზე უარის თქმის გამო ჩვენ ვისჯებით. რატომ ვისჯებით?! საქართველოს სტატუსი რატომ არ მისცეს?! დრო 6 თვე რასთან დაკავშირებით დაგვიწესეს?! – შეთქმულება არის საქართველოს წინააღმდეგ. არსებობს ინტერესი, ეს კეთდება სპეციალურად, რომ საქართველო ჩართული იყოს ომში“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები