შალვა პაპუაშვილი: რაც უნდა ბევრმა გააკეთოს განცხადება, თეთრს ვერ დაარქმევენ შავს, თეთრი არის ყოველთვის თეთრი

“ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რამდენმა ადამიანმაც ან ორგანიზაციამაც  უნდა თქვას, თეთრი ვერ გახდება შავი”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს კითხვას, მოსალოდნელია თუ არა ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება.

მისივე თქმით, მთავარია არა ის, ვინ რას ამბობს, არამედ ის, თუ რამდენად არგუმენტირებულია განცხადებები.

„ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ რამდენმა ადამიანმაც ან ორგანიზაციამაც  უნდა თქვას, თეთრი ვერ გახდება შავი. ასე რომ, აქ მთავარი არის არა ის, ვინ რას ამბობს, მთავარია – იმის უკან არსებობს თუ არა რაიმე არგუმენტი. როდესაც არგუმენტების გარეშეა ნათქვამი და კეთდება განცხადებები, პირიქით, იქნება ეს ადამიანი თუ ორგანიზაცია, საკუთარ რეპუტაციას აყენებს ზიანს. რაც არ უნდა ბევრმა გააკეთოს განცხადება, თეთრს ვერ დაარქმევენ შავს, თეთრი არის ყოველთვის თეთრი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები