შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად უნდა, რომ პოლარიზაციის პიკისკენ წაიყვანოს ვითარება

ოპოზიციას თავად უნდა, რომ პოლარიზაციის პიკისკენ წაიყვანოს ვითარება, აცხადებს მთავრობის გადადგომის მოთხოვნას და ტექნიკური დემოკრატიული ლეგიტიმაციის არმქონე მთავრობის შექმნას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარადოქსული დამოკიდებულებაა, როდესაც ოპოზიცია თავად ახდენს პოლარიზაციის პიკში აყვანას და შემდეგ უკვირს, რომ ამ პოლარიზაციის გამო მოქალაქეებთან კონფლიქტი აქვს.

“როცა ოპოზიცია თავად ახდენს პოლარიზაციის პიკში აყვანას და შემდეგ უკვირს, ამ პოლარიზაციის გამო რომ მოქალაქეებთან კონფლიქტი აქვს, ეს არათუ არათანმიმდევრული, არამედ პარადოქსული დამოკიდებულებაა.

მთავრობის გადადგომა არათუ პოლარიზაციის გაღრმავება, არამედ ამ პოლარიზაციის პიკში აყვანაა, როდესაც ითხოვ მთავრობის გადადგომას და არადემოკრატიული ინსტრუმენტის, რაღაც ტექნიკური მთავრობის ტერმინებით საუბარს. ოპოზიციას თავად უნდა, რომ პოლარიზაციის პიკისკენ წაიყვანოს ვითარება, აცხადებს მთავრობის გადადგომის მოთხოვნას და ტექნიკური დემოკრატიული ლეგიტიმაციის არმქონე მთავრობის შექმნას”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები