ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციას: თავი დაანებონ კონფრონტაციულ და რევოლუციურ სცენარებს – ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად პარლამენტში იმუშაონ

ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში იმუშაონ ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ კონფრონტაციულ და რევოლუციურ სცენარებს თავი უნდა დაანებოს.

“ამ პაკეტის მიღებისთანავე ოპოზიციამ განაცხადა, რომ მთავრობა უნდა გადადგეს, ეს არის “თანამშრომლობის უმაღლესი ხარისხი”, რაც ოპოზიციამ მოიფიქრა. ჩვენ 2020 წლიდან მოყოლებული მათ ერთ რამეს ვთავაზობთ, რომ თავი დაანებონ კონფრონტაციულ და რევოლუციურ სცენარებს და პარლამენტში მოვიდნენ არა დებოშის ასატეხად, არამედ იმ კანონებზე სამუშაოდ, რომელსაც ეს პაკეტები ითვალისწინებს”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები