რატი იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: მათ აქვთ ბოლშევიკური მიზნები და ამოცანები, მაგრამ ამ მიზნებს განხორციელება არ უწერია

მათ აქვთ ბოლშევიკური მიზნები და ამოცანები, მაგრამ ამ მიზნებს რომ განხორციელება არ უწერია, ეს თითოეულმა ჩვენგანმა იცის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია საკუთარი რადიკალური ქმედებებით უარს ამბობს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.

„ოპოზიციის აბსურდული, რადიკალური და, მე ვიტყოდი, მოღალატეობრივი ქმედებებით ჩვენი საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორებიც დარწმუნდებიან, რომ რეალურად ეს ადამიანები უარს ამბობენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. მათ აქვთ ბოლშევიკური მიზნები და ამოცანები, მაგრამ ამ მიზნებს რომ განხორციელება არ უწერია, ეს თითოეულმა ჩვენგანმა იცის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები