დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია ათასგვარ ისეთ ქმედებას აანონსებს, რომელიც კანონმდებლობას არ შეესაბამება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქვეყნის ევროინტეგრაციის მნიშვნელოვან პერიოდში ოპოზიცია ათასგვარ ისეთ ქმედებას აანონსებს, რომელიც კანონმდებლობას არ შეესაბამება.

„ოპოზიცია, ნაცვლად დეპოლარიზაციისა და იმისა, რომ ევროპისკენ მიმავალ ამ მნიშვნელოვან გზაზე მაქსიმუმი გააკეთოს და ჩაერთოს დიალოგში, რომელსაც ხელისუფლება სთავაზობს, ათასგვარ ისეთ ქმედებას აანონსებს, რომელიც კონსტიტუციასაც სცდება, კანონმდებლობას არ შეესაბამება და იმ ყველაფრის კონტრპროდუქტიულია, რასაც ევროკავშირის გზაზე ჩვენი ქვეყნის სიარული ჰქვია“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები