საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართველმა დეპუტატებმა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობის კომიტეტის წევრებთან შეხვედრები გამართეს

საქართველო-საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კავკასიისა და შავი ზღვის ქვეყნების დირექტორატის ხელმძღვანელ ელჩ დიმიტრის კარაბალისთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორის მოადგილე ტესა კატაპოდისთან და თავდაცვის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ სტეფანოს გკიკასთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ბერძნულმა მხარემ სრული მზადყოფნა განაცხადა მხარი დაუჭიროს საქართველოს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე.

შეხვედრაზე ისაუბრეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, რეგიონული უსაფრთხოების მდგომარეობასა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში საქართველო-საბერძნეთის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი – გივი მიქანაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ნიკოლოზ სამხარაძე და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის” წევრი – ალექსანდრე რაქვიაშვილი შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები