ავღანეთში უცხოური ვალუტის გამოყენება დასჯადი გახდა
ავღანეთის მთავრობაში მოსულმა “თალიბანმა” ქვეყანაში უცხოური ვალუტით ყველა სახის ოპერაცია აკრძალა.
როგორც ქვეყნის შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, წესის დამრღვევები, კანონისა და შარიათის შესაბამისად, მკაცრად დაისჯებიან.
კერძოდ, უცხოური ვალუტის გამოყენება იკრძალება: მიწის, სახლების, მაღაზიების, ბაზრების, სახლების, ბინების, ხელსაწყოების, მანქანების ყიდვა-გაყიდვის დროს, ასევე, იკრძალება ქირავნობისა და იპოთეკური სესხის აღება.