მიხეილ სარჯველაძე: ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნა არცერთი თვალსაზრისით გამართლებული არ არის, არათავსებადია კონსტიტუციურ წესრიგთან

როცა სახელმწიფოს რეფორმების გატარებისთვის ექვსი თვე აქვს დარჩენილი და საზოგადოებას ასე დრამატულ სცენარებს სთავაზობ, ეს შეიძლება, თავად სახელმწიფოს საწინააღმდეგო იყოს, – ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნას.

მისი თქმით, ეს სამართლებრივი თვალსაზრისით არის ნონსენსი და აბსურდი, რადგან არათავსებადია კონსტიტუციურ წესრიგთან და ამ საკითხზე შემდგომი დისკუსია გამართლებული არ არის.

„ეს მოთხოვნა ქვეყნის საჭიროებას რამდენად ესადაგება? – კონსტიტუციურად დასაშვებიც რომ იყოს, ქვეყანაში ასეთი მოდელით პოლიტიკის განვითარება რამდენად გამართლებული იქნება? როცა სახელმწიფოს რეფორმების გატარებისთვის ექვსი თვე აქვს დარჩენილი და საზოგადოებას ასე დრამატულ სცენარებს სთავაზობ, ეს შეიძლება, თავად სახელმწიფოს საწინააღმდეგო იყოს. არანაირი არგუმენტი არ არის ერთის გარდა, რომ ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, არამედ მათსავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებს, რომელთა მთავარი პრიორიტეტია ხელისუფლების ხელში აღება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები