მიხეილ სარჯველაძე: სოზარ სუბარი ნამდვილად ვერ წარმომიდგენია ანტიდასავლური განწყობის მატარებელ პიროვნებად

სოზარ სუბარი ნამდვილად ვერ წარმომიდგენია ანტიდასავლური განწყობის მატარებელ პიროვნებად და შესაბამისად, ეს განსხვავებული შეხედულებები, რიტორიკის ფორმატთან დაკავშირებით, არ მგონია, რომ აიხსნებოდეს ასეთი კონტრასტით, რომ თითქოს ვინმე აპირებს ანტიდასავლური კამპანიის გაჩაღებას ქვეყანაში, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” არასდროს პრობლემა არ ჰქონია, ეთქვა ის, რასაც ფიქრობს.

“თითქოს, “ქართული ოცნების” პოზიციის გამხმოვანებლები იქნებიან ოღონდ რასაც ამას “ქართული ოცნება” თვითონ ვერ იტყვის, ეს, რასაკვირველია, არასწორია. არასდროს პრობლემა არ ჰქონია “ქართულ ოცნებას”, ეთქვა ის, რასაც ფიქრობს. დისკუსიის ფორმაზე იქნება ძირითადად ამ შემთხვევაში აქცენტი, რაც განასხვავებს ჩვენს შეხედულებებს და არა საკუთრივ პოზიციონირებას რომელიმე კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.

მთავარი შინაარსი, რასაც ეფუძნება გადაწყვეტილება, არის მარტივად ახსნადი, მიუხედავად იმისა, რომ ერთობ არაორდინალურია. როცა პოლარიზების შემცირება არის მთავარი ამოცანა პოლიტიკური აქტორებისა, ასეთ ფონზე შეიძლება მეტი თავშეკავება გვმართებდეს რიტორიკაში, განცხადებებში, მსჯელობაში ყველა პოლიტიკოსს. ამ თვალსაზრისით, შეიძლება არსებობდეს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეთა უფრო მეტად ინფორმირება, უფრო გახსნილი დისკუსია შეიძლება, იყოს დილემატური, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, ამ ხაზის და მიმართულების არჩევანთან გვაქვს საქმე სამი ჩემი კოლეგის მხრიდან და შესაბამისად, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ გადაწყვეტილებას პატივისცემითა და გაგებით უნდა შევეგებოთ”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები