თურქეთი თანახმაა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს

თურქეთი თანახმაა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების წინადადებებს მხარი დაუჭიროს, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ განაცხადა.

მისივე თქმით, თურქეთმა, ფინეთმა და შვედეთმა მადრიდში, ნატოს სამიტის წინ, აღნიშნულ საკითხზე ერთობლივ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით, მემორანდუმი ხაზს უსვამს სამივე ქვეყნის ვალდებულებას „გააძლიერონ სრული მხარდაჭერა ერთმანეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხის წინააღმდეგ“.

„ნატოში ჩვენი გაწევრიანების კონკრეტულ ნაბიჯებზე ნატოს მოკავშირეები მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეთანხმდებიან, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ახლა გარდაუვალია“, – აღნიშნა ნიინისტემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები