ტექნიკური მთავრობის თემა არის არარეალური, წარმოუდგენელი და იმდენად თითიდან გამოწოვილი და ჰაერიდან მოტანილი, რომ ვერც კი იმსჯელებ, რომც გინდოდეს ადამიანს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ავტორები ამ მოთხოვნით საზოგადოებას ატყუებენ, რადგან ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების კონსტიტუციური დათქმა არ არსებობს.
„ტექნიკური მთავრობის თემა არის არარეალური, წარმოუდგენელი, იმდენად თითიდან გამოწოვილი და ჰაერიდან მოტანილი, რომ ვერც კი იმსჯელებ, რომ გინდოდეს, იმდენად არარეალისტურია და ამ მოთხოვნებით საზოგადოებას ატყუებენ. ვერანაირი კონსტიტუციურ დათქმას ვერ მოძებნით, სადაც მსგავსი მიმართულებით შეიძლება იმსჯელო. ეს ემსახურება ერთადერთს, რა გეგმაც აქვთ, იმ გეგმის ფარგლებში უტოპიური, შეუსრულებელი მოთხოვნები უნდა დააყენონ იმისათვის, რომ შემდეგ ვინც აქციაზე იდგება, საზოგადოებრივი სიბრაზე გამოიწვიონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.