საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოებისა და თავდაცვის მომავალი შესაძლებლობების ქვე-კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
2022 წლის 28 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის მომავალი შესაძლებლობების ქვე-კომიტეტის დელეგაციასთან გამართა შეხვედრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები, ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.
ნატოს საპარლამენტო დელეგაციის მხრიდან განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოსთან თანამშრომლობის მაღალი დონე და ინტენსივობა და გამოითქვა მზადყოფნა აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე.