რატი იონათამიშვილი: „სირცხვილია“, „ლელო“, „ნაცმოძრაობა“ სინამდვილეში ერთი გაერთიანებაა, უბრალოდ, ამბიციებს ვერ იკმაყოფილებენ

“ძალიან უხერხულია, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ ულტიმატუმზე, განსაკუთრებით – მაშინ, როდესაც შიგნით აქვს შიდა კონკურენცია გაჩაღებული, ამ არეულობის სცენარში ვის ექნება უპირატესობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „სირცხვილია“, „ლელო“, „ნაცმოძრაობა“ ამბიციებს ვერ იკმაყოფილებენ.

„სირცხვილია“, „ლელო“, „ნაცმოძრაობა“ და ა.შ. სინამდვილეში, ეს ერთი გაერთიანებაა, უბრალოდ, ამბიციებს ვერ იკმაყოფილებენ. არაუშავს, როდესაც მათ ასეთი დესტრუქციული დღის წესრიგი აქვთ, საქართველო განაგრძობს პროგრესს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები