საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, მადრიდში ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაური სამიტზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიიწვია.
მადრიდში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებსაც გამართავს.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – რევაზ ჯაველიძე იმყოფებიან, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.