რატი იონათამიშვილი: ევროპის სახალხო პარტია საქართველოში კრიმინალური პარტიების თავშესაფარი გახდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ევროპის სახალხო პარტია საქართველოში კრიმინალური პარტიების თავშესაფარი გახდა.

“ევროპის სახალხო პარტია საქართველოში კრიმინალური პარტიების თავშესაფარი გახდა. თუნდაც ის ბოლო რეზოლუცია, რომელიც იყო მიღებული სწორედ ამ პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს მიმართ იყო მტრული”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, ეს ახალი არ არის, ვინაიდან ევროპის სახალხო პარტია საკუთარი ქმედებებით ვიზალიბერალიზაციის პროცესშიც გამოირჩეოდა.

“ჩვენ გვახსოვს, როდესაც ვიზალიბერალიზაციის პროცესი აქტიურად განიხილებოდა, მაშინ ყველანაირად ცდილობდა, რომ ეს არ მიეღო ჩვენს ქვეყანას, მაგრამ არც მაშინ და არც ახლა გამოუვიდათ, რომ საქართველოს არ მიეღო ევროპული პერსპექტივა და არც მომავალში გამოუვათ ისიც, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები