შალვა პაპუაშვილი: სასამართლოს მართვაში ჩარევას არავინ აპირებს

“სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი შტოა და სასამართლოს მართვაში ჩარევას არავინ აპირებს”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ჩინჩალაძის ხელმეორედ არჩევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

“ყველანაირი სასამართლო რეფორმის არსია, რომ ერთი შტო მეორეს საქმიანობაში არ უნდა ერეოდეს. იმ ორგანიზაციების პოზიციებს, რომლებიც ამბობენ, რომ მთავრობის შეცვლა დემოკრატიის გვერდის ავლით უნდა მოხდეს, დიდი წონა არა აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ხელმეორედ, 5 წლის ვადით მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები