შალვა პაპუაშვილი: კანდიდატობის სტატუსი არცერთ დამატებით ცენტთან არაა დაკავშირებული, ვინც ამაზე საუბრობს, საზოგადოება შეგნებულად შეჰყავთ შეცდომაში

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გვესმის, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულია დამატებითი ფინანსური დახმარება, 14-მილიარდიანი ბიუჯეტი, თითო სოფელს ხუთი მლნ და ა.შ. ყველა ეს სიტყვა, რაც გავიგეთ, არის ტყუილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიჰილიზმსა და ევროსკეპტიციზმს ის ადამიანები თესენ, ვინც გადაჭარბებულ მოლოდინებს ამყარებენ კანდიდატის სტატუსზე.

„მთელი პროპაგანდა რაც იყო იმის თაობაზე, თითქოს სტატუსის მიღება ნიშნავს თითო სოფელში ხუთ მილიონს ან ამერიკაში ვიზებს, ეს არის ტყუილი. ამ ადამიანებმა იციან, რაზეც საუბრობენ და როცა შეგნებულად საუბრობენ, ამით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. ამის მიზანი რა არის? – საზოგადოებაში დაბნეულობის გამოწვევა, რაც არის პროპაგანდისტული ხერხი, როცა სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდებით გონების არევა ხდება. საბოლოოდ, მთავარი პრობლემაა ისაა, რომ ამ ყველაფრის მიზანი შეიძლება, იყოს ევროსკეპტიციზმი და ნიჰილიზმი, როცა ადამიანები მიხვდებიან, რომ კანდიდატის სტატუსს რომ მივიღებთ, ამას დამატებითი ფინანსური ელემენტები არ მოჰყვება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები