შალვა პაპუაშვილი: ევროკომისიის 12 პრიორიტეტიდან უმეტესობა პარლამენტის მიერ გასატარებელია, საკითხზე მუშაობა უკვე მიდის – მთლიან პროცესს საქმიანად ვუდგებით

12 პრიორიტეტიდან უმეტესობა პარლამენტის მიერ გასატარებელია. მათ უმეტესობა საკითხზე მუშაობა უკვე მიდის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის მოთხოვნებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი მთლიან პროცესს საქმიანად უდგება.

“სასამართლო რეფორმაზე, რაც არის არა მხოლოდ ამ საკითხის ნაწილი, არამედ არის ასოცირების დღის წესრიგის ნაწილი და რამდენიმე დღის წინ ევროკავშირთან შევათანხმეთ განრიგი. კერძოდ, როდის იქნება სასამართლო რეფორმაზე სტრატეგია შემუშავებული და ა.შ. საჯარო დისკუსიის მიღმა მთავრობა და პარლამენტი სწორედ ამ საკითხებზე მუშაობენ. საარჩევნო თემატიკაზე ცნობილია ეუთო/ოდირის საკითხი და დიდად პრობლემური საკითხები არ არის, მოგვარებადია. მთლიან პროცესს საქმიანად ვუდგებით”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ოპოზიცია დეპოლარიზაციის საკითხს უგულებელყოფს.

“რეკომენდაციების შესრულებაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა და ყველა დონეზე ითქვა. მთავარი პრობლემაა ის, რომ ოპოზიცია და ზოგიერთი აქტივისტი ორგანიზაცია პირველივე პუნქტს გადააბიჯებენ და შემდეგი პუნქტიდან იწყებენ. პირველ პუნქტს – დეპოლარიზაციას რას უშვრებიან? რომელი დეპოლარიზაციის ხელშემწყობია მთავრობის გადადგომის მოთხოვნა?“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები