გია ვოლსკი: მოთხოვნები მთავრობის გადადგომის თაობაზე პრინციპულად ეწინააღმდეგება იმ საგზაო რუკას, რომელიც ევროკავშირმა დაუსახა საქართველოს

დეპოლარიზაცია არის მთავარი თემა, ასე რომ ეს შეუთავსებლობა უკვე აშკარაა, დაპირისპირებაა არამხოლოდ საქართველოს ინტერესებთან, არამედ იმ ინტერესებთან, რომელიც ევროკავშირს გააჩნია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირისთვის საქართველოს სტაბილურობა საგანგებო მნიშვნელობის თემაა.

“გაჟღერებული მოთხოვნები მთავრობის გადადგომის თაობაზე პრინციპულად ეწინააღმდეგება იმ საგზაო რუკას, რომელიც ევროკავშირმა დაუსახა საქართველოს. დეპოლარიზაცია არის მთავარი თემა, ასე რომ ეს შეუთავსებლობა უკვე აშკარაა, დაპირისპირებაა არამხოლოდ საქართველოს ინტერესებთან, არამედ იმ ინტერესებთან, რომელიც ევროკავშირს გააჩნია. მათთვის სტაბილურობა საქართველოში არის საგანგებო მნიშვნელობის თემა,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები