ირაკლი კობახიძე – ოპოზიციაზე: ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებიდან, პირველივე წუთებში დაიწყეს ზრუნვა პოლარიზაციაზე, ეს არის მათი სულისკვეთების გამოხატულება

ჩვენი ამოცანაა დეპოლარიზაციის უზრუნველყოფა, ჩვენ ვმოქმედებთ იმ პუნქტის შესაბამისად, რომელიც არის წარმოდგენილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებისთანავე პოლარიზაციაზე დაიწყო ზრუნვა.

“ევროკომისიის პირველივე მოთხოვნა უკავშირდებოდა სწორედ დეპოლარიზაციას და ამ დასკვნის გამოქვეყნებიდან, პირველივე წუთებში დაიწყეს ზრუნვა პოლარიზაციაზე, ეს არის მათი სულისკვეთების გამოხატულება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები