პრეზიდენტი: ჩვენი სრული სოლიდარობა უკრაინას ამ მორიგი სასტიკი თავდასხმის გამო

ჩვენი სრული სოლიდარობა უკრაინის მიმართ ამ მორიგი სასტიკი თავდასხმის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს, რითაც უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას ეხმიანება.

მისი თქმით, თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის გაიმარჯვებს.

„როდესაც კრემენჩუკიდან კადრებს ვხედავთ, მსურს, გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა უკრაინის მიმართ ამ მორიგი სასტიკი თავდასხმის გამო. ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ ვთქვა: თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის გაიმარჯვებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, კრემენჩუგში, სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 58 – დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები