„ე.წ სამხრეთ ოსეთში საქართველოს ისტორიის პროგრამიდან ამოღების შესახებ ჟენევში ეცნობათ“

  „ე.წ სამხრეთ ოსეთში საქართველოს ისტორიის სწავლების პროგრამიდან ამოღების შესახებ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს ეცნობათ“, – აღნიშნული განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან გააკეთა.
„ყველა ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ მიწოდებულია თანათავმჯდომარეებისათვის. ეს ინფორმაცია ცნობილია მათთვის და ამიტომ, როცა შემდგომი რაუნდისთვის გვექნება მზადება, სავაურდოდ სექტემბერში, კვლავ ველოდებით თანათავმჯდომარეებს. ეს თემები, ისევე როგორც აფხაზეთში ეთნიკურ ნიადაგზე ქართველების დისკრიმინაციის საკითხი, ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება თანათავმჯდომარეებთან საუბრის დროს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები