ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს არავითარი ფორმით არ ერგება ოლიგარქის ცნება, მაშინ, როდესაც სააკაშვილზე, კეზერაშვილზე, ხაზარაძეზე, ჯაფარიძეზე, ზედგამოჭრილია

რეალობა არის რა, ბიძინა ივანიშვილი შარშან პოლიტიკიდან გავიდა, მას შემდეგ, არცერთი ფაქტი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იყო ჩართული, არ არსებობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს არავითარი ფორმით არ ეგება ოლიგარქის ცნება, რომელიც ზედგამოჭრილია სააკაშვილზე, კეზერაშვილზე, ხაზარაძესა და ჯაფარიძეზე.

„მარტივად რომ შევხედოთ, რეალობა არის რა, ბიძინა ივანიშვილი შარშან პოლიტიკიდან გავიდა, მას შემდეგ, არცერთი ფაქტი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იყო ჩართული, არ არსებობს. რაც შეეხება მაგალითად, სააკაშვილს, ის არის დღემდე „ნაცმოძრაობის“ არაფორმალური ლიდერი, დღემდე ხარჯავს ნაძარცვ, სისხლიან ფულს საქართველოში პოლიტიკაში, მედიაში და ა.შ. ეს ერთი. მეორე კეზერაშვილი ისეც ნაძარცვი, სისხლიანი ფულით წავიდა საზღვარგარეთ და დღემდე ხარჯავს ფულს როგორც მედიაში, ასევე პოლიტიკაში. ხაზარაძე და ჯაფარიძე, მათზეც ყველა ის კანონი ვრცელდება, რომელიც უკრაინულ კანონშია მოცემული. ეს არის კონკრეტული თანხა, პოლიტიკაში ჩარევა და მედიაზე გავლენა. უკრაინული კანონიც რომ გვერდზე გადავდოთ, ეს კრიტერიუმი პირდაპირ ერგებათ ამ ადამიანებს, ისინი ცალსახად ოლიგარქები არიან. ისინი არიან ოლიგარქები ქართულ პოლიტიკაში, რომლებიც ფლობენ გავლენას პოლიტიკაში, მედიაზე, აქვთ ბევრი ფული, ოლიგარქი მეტი კი არაფერია.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის არავითარი ფორმით არ ხვდება ოლიგარქის ცნების ქვეშ, გარდა თანხისა. მარტო თანხა არ არის ოლიგარქის ცნების დასადგენად საკმარისი. ავიღოთ, დავაკოპიროთ უკრაინული კანონი, რომელიც ობიექტურად არის გაწერილი, თუ ამ ცნებას საქართველოში გადმოიტანთ, ნახავთ, რომ ბიძინა ივანიშვილს არავითარი ფორმით არ ეგება ოლიგარქის ცნება. მაშინ, როდესაც სხვა ადამიანებზე – ეს არის იგივე სააკაშვილი, კეზერაშვილი, ხაზარაძე, ჯაფარიძე, პირდაპირ ზედგამოჭრილია ის ცნება, რომელიც უკრაინულ კანონშია გაწერილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები