ირაკლი კობახიძე: ევროკომისიის დასკვნა „ნაცმოძრაობისთვის“ არის „სახარება მგლის თავზე“ – ვისთანაც შესაძლებელი იქნება თანამშრომლობა, ყველასთან ვითანამშრომლებთ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დეპოლარიზაციისკენ მოწოდებას არავითარი ფასი არ აქვს.
მისი თქმით, მათთვის ევროკომისიის დასკვნა „მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს“.
„ხედავთ, რომ ევროკომისიის დასკვნას და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ისინი არა დეპოლარიზაციისთვის, არამედ, პირიქით, პოლარიზაციისთვის იყენებენ. „ნაცმოძრაობაზე“ როცა ვსაუბრობთ, ეს დოკუმენტი, ევროკომისიის დასკვნა არის „სახარება მგლის თავზე“. დაუწერეს ყველას, მათ შორის „ნაცმოძრაობასაც“, შეამცირეთ პოლარიზაციაო, მაგრამ ეს არის მათთვის „მგლის თავზე სახარება“. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. სინამდვილეში, მათ არც ევროპა უნდათ იმიტომ, რომ თავის არსით ანტიევროპული პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.