ირაკლი კობახიძე: მინიმუმ 14-15 წელი სჭირდება ევროკავშირში გაწევრიანებას, შესაბამისად, განსაკუთრებული საჩქარო არაფერია

გამოცდილებამ აჩვენა, რომ მინიმუმ 14-15 წელი სჭირდება ევროკავშირში გაწევრიანებას. შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებული საჩქარო არაფერია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მმართველ გუნდს აქვს კონკრეტული დღის წესრიგი, რომლის ყველა პუნქტს გაჰყვება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა. შესაბამისად, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. ეს არის ძალიან შორი გზა. ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მინიმუმ 14-15 წელი სჭირდება გაწევრიანებას. შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებული საჩქარო არაფერია. ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი, მათ შორის ასოცირების შეთანხმების შესრულება არის საჭირო და დღეს ვართ 45%-ზე, 70%-ზე ავდივართ 2 წელიწადში, 100%-ზე ავალთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი და გავყვებით ყველა ამ პუნქტს“, – აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები