დარჩიაშვილი სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებას პოლიტიკური დევნის გაგრძელებად აფასებს

  საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი ყოფილი პარლამენტარის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებას პოლიტიკური დევნის გაგრძელებად აფასებს. ოპოზიციონერი დეპუტატი ფიქრობს, რომ ხელისუფლება გაღიზიანებულია იმით, რომ მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის უკრაინაში აქტიურობს.
“ის განცხადებები, რომ სააკაშვილმა გელაშვილი დასაჯა – წლებია ისმის. ამ შემთხვევაში არავითარი წყარო და ჩვენება ამ საქმეში არ არის. ელოდებოდნენ მომენტს, ეს პოლიტიკურად როდის გამოადგებოდათ. როგორც კი ამ ბრალდებების კასკადი დაიწყო, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური ოპენენტების მიმართ პირადი ბოღმა დაიკმაყოფილოს, ივანიშვილის ბოღმა აბსოლუტურად ემთხვევა პუტინის ინტერესებსა და მის დამოკიდებულებას სააკაშვილისადმი, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილს ყოფილ პარლამენტარ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალი დაუმძიმდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები